01 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

2 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად ფოთში. ცეცხლი მარცვლეულის ტერმინალში ე.წ. წისქვილკომბინატში გაჩნდა. მიზეზებს გამოძიება ადგენს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ საამქროში, ძრავში მოხდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ორივე მათგანს სხეულის პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს.

ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. 

დღის ამბები