03 დეკემბერი 2024,   01:43
ვრცლად
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილს ინსულტი აქვს, გიორგი უძილაურმა ბოდვა უწოდა

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ინსულტი აქვს და ყოფილი პრემიერმინისტრი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ეს ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს კონფიდენციალურმა წყარომაც დაუდასტურა. თუმცა, „ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი უძილაურმა, ამ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ბოდვა უწოდა.

„სრული სისულელე და მორიგი ბოდვაა "ნაციონალური მოძრაობისგან". ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტის პირას კი ამ ბოდვებში ჩავარდნილი "ნაციონალური მოძრაობაა". ბიძინა ივანიშვილი სახლში იმყოფება, საქართველოშია. სრულიად ჯანმრთელია, მტრების ჯიბრზე,“- განაცხადა გიორგი უძილაურმა.

გადაცემა "განსხახვავებული აქცენტების" ავტორი, ეკა კვესიტაძე ბიძინა ივანიშვილს ეთერში ეპატიჟება. 

დღის ამბები