24 ნოემბერი 2024,   20:04
ვრცლად
გლეხი ამით რჩება წაგებული - ზურაბ ჭიაბერაშვილი უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაზე

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე საუბრობს. მისი თქმით, რეგიონის მოსახლეობა გაცილებით მეტ პრობლემებს აწყდება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დღეს სოფლად არსებული მთავარი პრობლემებია სიღარიბე, ფასების ზრდა, შემოსავლების შემცირება და მთავრობას გადასახადების გაზრდის გამო აკრიტიკებს.

მან აღნიშნა, რომ მიწის გაყიდვის აკრძალვის შემდეგ მიწა გაიაფდება და ასევე, ბანკებიდანაც გლეხები განსხვავებულ პირობებში აიღებენ სესხებს.

„მიწა რომც ჩადოს ბანკში ან ნაკლებ ფულს მიცემენ, რომელიც არ ეყოფა იმ ფართის დამუშავებას, ან თუ მიცემენ სესხი უფრო ძვირი იქნება. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, გაყიდვასაც, რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ კრედიტი, რომ ავიღოთ, დღეს სოფლის მეურნეობაში თუ ვინმე რამეს აკეთეს, ყველა კრედიტით არის დატვირთული, ეს აუცილებლად ურტყამს გლეხის ჯიბეს,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ სიღარიბის დონემ მოიმატა. 

„სინამდვილეში ყველა გათვლა მიუთითებს იმაზე, რომ გლეხი ამით რჩება წაგებული,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ის კითხვას სვამს, რატომ არ არის შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა, მაშინ როდესაც შესაძლებელია არა სასოფლო-სამეურნეო მიწის?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში გასულ მოსახლეობის გამოკითხვას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა შეცდომაში შეყავს. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ გახსნილი ეკონომიკა ქვეყანას წინსვლაში დაეხმარება და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება.

დღის ამბები