17 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
საბურთალოს გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს პეკინის ქუჩის გავლით გადაადგილებისგან თავი შეიკავოს

თბილისის მუნიციპალიტეტის სამუშო შტაბი ორშაბათის დატვირთული სატრანსპორტო ნაკადისთვის ემზადება. "პეკინის" ქუჩაზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის გადატვირთვას ელოდებიან.

საბურთალოს რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, მოსახლეობას მოუწოდებს აღნიშნული მარშრუტით მოძრაობისგან, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ.

„იყო მცირე პრობლემები დასაწყისში, ეს იყო გამოწვეული მძღოლების დაბნეულობით, რომლებიც კითხვებს სვამდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ძალიან სწრაფად აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება. მე ყოველ 5 წუთში ერთხელ წრეს ვურტყამდი ამ პერიმეტრს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე მოხდა განმუხტვა. ეს პრობლემა იყო დაბნეულობისგან გამოწვეული, რაც, იმედი მაქვს, რომ ორშაბათს აღარ იქნება და მე თხოვნა მექნება მოსახლეობის მიმართ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ აღნიშნული მარშრუტით მოძრაობისგან,“ - განაცხადა  ბექა მიქაუტაძემ. 

გუშინ მუნიციპალიტეტმა გეგმაში ორი ცვლილება შეიტანა: შარტავადან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა ცალმხრივად აღდგა და ასევე, სააკაძის მოედნიდან საბურთალოს ქუჩის მიმართულებით. ამ დროისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა განტვირთულია. 

შეგახსენებთ, რომ "პეკინის" ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 17 ივნისს დაიწყო და 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. "კოსტავას" და "პეკინის" ქუჩებზე მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი მოქმედებს.

დღის ამბები