17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი - საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა

გვიან ღამით საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იმართება. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, პეტრე კანკავას განცხადებით, შეხვედრაზე ქართული მხარე რაშიდ კანჯი ოღლის გათავისუფლებას გააპროტესტებს და გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის საკითხს დააყენებს.

ჟენევის ფორმატის ფარგლებში, ასევე იგეგმება სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებაზე მსჯელობაც.

„ჩვენ ვიმსჯელებთ და დავაყენებთ დღის წესრიგში, ოთხოზორიას მკვლელის, კანჯი ოღლის დასჯის აუცილებლობას და უკანონოდ პატიმრობაში მყოფი, გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხს,“ - განაცხადა პეტრე კანკავამ.

დღის ამბები