26 აპრილი 2024,   15:47
ვრცლად
"ელ ცენტროში" მომხდარი ინციდენტი - ლაშა თორდიას გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია არ აქვს

ღამის კლუბ "ელ ცენტროში" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია არ აქვს ლაშა თორდიას. მისი თქმით, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული და საქმის დეტალები მისთვის უცნობია.

"მოთხოვნები დავაყენე პირველივე ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობდით, თუ რა ფორმით შეიძლებოდა გაგრძელებულიყო საქმე, ვინაიდან, პარლამენტის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ დაველოდოთ გამოძიებას, მეც ველოდები გამოძიებას. ვინაიდან მე არანაირი სტატუსი არ მომნიჭებია, არანაირ ინფორმაციას თუ ვინ დაიკითხა ან რა ხდება, ამ ეტაპზე არ ვფლობ. არის იგივე სიტუაცია, რაც იყო აქამდე," - აცხადებს ლაშა თორდია.

ეს კომენტარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ცოტა ხნის წინ, რეგიონული კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა, რომლის სახელწოებაა "ფული პოლიტიკაში". შეხვედრაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკაში ფინანსების კუთხით არსებულ პორბლემებზე იმსჯელებენ.

დღის ამბები