17 მაისი 2024,   11:54
ვრცლად
უდანაშაულო ლონდონელების წინააღმდეგ განხორციელებული საზარელი ტერაქტი - ლონდონის მერი თავდასხმაზე

უდანაშაულო ლონდონელების წინააღმდეგ განხორციელებული საზარელი ტერაქტი - ასე შეაფასა ლონდონის მერმა ბრიტანეთის დედაქალაქის გარეუბანში მომხდარი თავდასხმა.

გვიან ღამით ადგილობრივი მეჩეთის სიახლოვეს, მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საავადმყოფოებში 8 დაშავებულია გადაყვანილი.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეგნებულად დაუმიზნა, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი გაიძახოდა, რომ ყველა მუსლიმის მოკვლა სურდა. მძღოლი უკვე დააკავეს სამართალდამცველებმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, გამოძიება შესაძლო ტერაქტის ვერსიას განიხილავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები