17 მაისი 2024,   12:19
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს დანიშნავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედი შემადგენლობით ბოლო სხდომას მართვას. 8 წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ისინი იმსჯელებენ და დანიშნავენ სხვადასხვა სასამართლოში კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. საბჭოს წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, იუსტიციის საბჭოს მოქმედ შემადგენლობას სანამ უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, წევრები ცდილობენ, მათთვის სასურველი კადრების დანიშვნა მოასწრონ შესაბამის თანამდებობაზე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები