13 მაისი 2024,   09:41
ვრცლად
ჟენევაში ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის გათავისუფლებას გააპროტესტებს

გიგა ოთხოზორიას მკვლელის გათავისუფლებას გააპროტესტებს ქართული მხარე დღეს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და მისი დასჯის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს. რიგით მე-40 რაუნდზე ქართული მხარე კიდევ რამდენიმე საკითხზე აპირებს ყურადღების გამახვილებას.

მათ შორის არის რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიოტრიებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი დარღვევა, ახალი მავრთულხლართები და ახალგორის რაიონში ქართულად სწავლების აკრძალვა.

 

"სულ ცოტა ხნის წინ ბიბილოვმა განაცხადა, რომ აპირებს ახალგორის სკოლებში შეზღუდოს ქართული ენაზე სწავლება, რაც არის გაგრძელება ენობრივი დისკრიმინაციის,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ. 

საერთშორისო მოლაპარაკებები შვეიცარიაში დღეს იწყება.

 

დღის ამბები