12 მაისი 2024,   21:25
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა შს მინისტრს ხვდება

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს ხვდებიან. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში დაახლოებით ნახევარი საათია მიმდინარეობს. 

განცხადებები რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა, რომლებმაც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრა უკვე დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების თქმით, შეხვედრაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე არ განიხილება. მათი განცხადებით, საუბარი ძირითადად სამართალდამცავ უწყებებში არსებულ ვითარებას და დაგეგმილ რეფორმებს შეეხება.

„ეს იყო შეხვედრა მინისტრთან, ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება, რომ იმ თემებთან დაკავშრებით, რაც მნიშვნელოვანია ჩვენ უშუალოდ მინისტრისგან მოგვესმინა. ეს რომ საჯარო განხილვის თემა ყოფილიყო, ჩვენ საჯარო განცხადებებს გავაკეთებდით,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შს მინისტრთან შეხვედრამდე აცხადებდნენ, რომ შს მინისტრს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ინფორმაციის მისაღებად ხვდებოდნენ. 

დღის ამბები