12 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ვენეციის კომისიის მოტყუებაში ადანაშაულებს

ნინო ბურჯანაძე მმართველ პარტიას ვენეციის კომისიის მოტყუებაში ადანაშაულებს. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარე ორთვიანი მოლაპარაკებები და კონსულტაციები დასავლელ ექსპერტებთან წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო.

ხელისუფლებამ კი, ამ სპექტაკლით საბოლოოდ მაჟორიტარული სისტემა არ გააუქმა და 2020 წელს არჩევნებს მისთვის სასურველი საარჩევნო მოდელით ჩაატარებს.

ნინო ბურჯანაძე მოუწოდებს ოპოზიციას, არ გაიზიარონ ხელისუფლების ინიციატივა, საარჩევნო ბარიერის 3% დაწევასთან დაკავშირებით, რადგან ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებთან ვაჭრობისთვის მიიღო.

„ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მაჟორიტარები დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ საქართველოში, ეს არის მოსახლეობის დაცინვა და მასხრად აგდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ღირს თითოეული მაჟორიტარის ხმა. ახლა ხომ ფაქტია, რომ ეს 3%-იანი ბარიერი შემოგვთავაზეს სავაჭროდ, რომ გავჩუმდეთ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. მართლა ქარვასლა კი არ არის ეს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები