12 მაისი 2024,   15:09
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს 5 შეკითხვა და აზერბაიჯანის პასუხი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 5 კითხვიდან აზერბაიჯანმა მხოლოდ მცირე ნაწილს გასცა პასუხი. ოფიციალურმა ბაქომ ევროპულ სასამართლოს 5-დან მხოლოდ ერთ შეკითხვას უპასუხა.

აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატი „კურიერთან“ იმ მოთხოვნაზე საუბრობს, რომელიც ჯერ კიდევ თვის დასაწყისში სტრასბურგის წინაშე დააყენა.

„დღეს მივიღეთ უკვე აზერბაიჯანის სახელმწიფოს პასუხი, რომელის მიხედვითაც ირკვევა, რომ ევროსასამართლოს მიერ განსაზღვრული დროის ლიმიტის ბოლო დღეს ჩაუტარდა აფგან მუხთარლის სამედიცინო გამოკვლევები და მანამდე ის არანაირ სამედიცინო სერვისს არ იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი გამოძიების პროცესში აფგან მუხთარლი აცხადებდა, უჩიოდა კონკრეტულ ტკივილებს, კონკრეტულ დაზიანებებს, რომლიც გატაცების დროს მიიღო,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის აფგან მუხთარლის პატიმრობა მძიმე ტვირთად დააწვება. 

არჩილ ჩოფიკაშვილი თვის ბოლოს სტრასბურგის სასამართლოდან კიდევ ერთ პასუხს ელოდება, სადაც აფგან მუხთარლის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ ოფიციალური ბაქოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები და მოთხოვნები იქნება აღწერილი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები