07 მაისი 2024,   17:19
ვრცლად
პაკელიანის საქმე - ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიზეზი გავრცელებული ვიდეო მასალაა, სადაც ასახულია, როგორ ჩხრეკენ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულ შოთა პაკელიანს მე-7 განყოფილებაში და როგორ აშიშვლებენ მას გარეშე პირების თანდასწრებით.

ამ საქმეზე განცხადება გაკეთდა მთავარ პროკურატურაშიც, სადაც განმარტეს, რომ თბილისის პროკურატურა პაკელიანის მიმართვის საფუძველზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით აწარმოებს გამოძიებას.

ამ ეტაპზე კი, საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე სახის ექსპერტიზაა ჩანიშნული, რომლითაც უნდა დადგინდეს ვიდეო მასალის ავთენტურობა და ფირზე აღბეჭდილ პირთა ვინაობა. 

დღის ამბები