26 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
ქართლის ქარის ელექტროსადგური - მთავრობის დიდ მოლოდინებს ოპოზიცია პესიმისტურად უყურებს

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტი, გორის ქარის ელექტროსადგური, საფონდო ბირჟაზე გაიყიდება. რა ეღირება თითო აქცია და როგორი იქნება გასხვისების პირობები, ჯერჯერობით უცნობია. პროექტი ქვეყანას 29 მილიონი დოლარი დაუჯდა, საიდანაც დიდი ნაწილი საგარეო ვალია.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ქარის ელექტრო სადგურისთვის სახელმწიფო სახსრების დახარჯვა თავიდანვე შეცდომა იყო. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ქარის ელექტროსადგური მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვის ფუფუნებაა, მითუმეტეს, რომ პროექტი ახლა ეკონომიკურად მომგებიანი არ არის.

ენერგეტიკის სამინისტრო ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს, სადაც ქართლის ქარის ელექტროსადგურს წარმატებულ პროექტად მიიჩნევენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ქარის ელექტროსადგურის წარმატების მოლოდინი არც თუ ისე დიდია.

ქართლის ქარის ელექტროსადგური საფონდო ბირჟაზე პრივატიზების მოლოდინშია. კომპანიაში ამბობენ, რომ სუფთა მოგებაზე პროექტი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფასად გამოიტანს საპრივატიზაციოდ მთავრობა ქარის ელექტროსადგურს. გასხვისების პირობების შემუშავებაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

დღის ამბები