19 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და მისი ექსტრადირება შეუძლებელია - ევგენი ენინი

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ევგენი ენინი კომენტარს „რუსთავი 2“-თან აკეთებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, მისი საქართველოში ექსტრადირება შეუძლებელია.

თუმცა, ენინი ასევე ამბობს, რომ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს ქართველ კოლეგებთან სრული კონტაქტი და ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებთ.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, ევგენი ენინის განცხადებით, უცნობია მოხდება თუ არა შეხვედრებისას სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვა, თუმცა უკრაინული მხარე მზად არის კითხვებს უპასუხოს.  

„როგორც იცით დღეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად მისი ექსტრადირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სრული კონტაქტი გვაქვს ჩვენს ქართველ კოლეგებთან. გვაკავშირებს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა, ჩვენ მივდივართ წინ და დრო გვიჩვენებს. სამ კვირაში პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში ვიზიტით ჩამოსვლას აპირებს, დღის წესრიგი საკმაოდ კარგია და იმედი გვაქვს, რომ ის გააძლიერებს თანამშრომლობას არა მხოლოდ ძალოვან უწყებებს შორის, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში," - აცხადებს ენინი. 

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, ევგენი ენინის განცხადებით, უცნობია მოხდება თუ არა შეხვედრებისას სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვა, თუმცა უკრაინული მხარე მზად არის კითხვებს უპასუხოს.  

"არ ვიცი განიხილავენ თუ არა ექსტრადირების საკითხს, რადგან პრეზიდენტის ვიზიტის დღის წესრიგის შინაარსი ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მზად ვართ ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ,“ - განაცხადა ევგენი ენინიმ.

დღის ამბები