26 აპრილი 2024,   15:43
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის და ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიებას ალიანსთან დაახლოებისთვის იყენებს - კარასინი 

გრიგორი კარასინი საქართველოს ნატოსთან დაახლოების გამო კვლავ აკრიტიკებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაზეთ "იზვესტიისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა მეზობელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თანასწორი დიალოგის წარმოების ნაცვლად, მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.

კარასინი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ აბსურდულ თეზისს ალიანსთან დაახლოებისთვის იყენებს.

გრიგორი კარასინის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა ისეთ ფორმას იძენს, რომ ოფიციალური თბილისი ალიანსის რუსეთის შეკავების პოლიტიკის მონაწილე ხდება.

დღის ამბები