17 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
მოხსნილი სოციალური დახმარება - ნიქაბაძეების ოჯახს სახლის დაზიანების გამო ქვეწარმავლებთან გამკლავებაც უწევს

იმერეთში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ნიქაბაძეების ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსენეს. ოჯახის წევრების თქმით, შემწეობის მოხსნის შესახებ მათთვის განმარტება არავის მიუცია.  

ნახევრადდანგრეულ ფიცრულში დიანა ნიქაბაძე მეუღლესთან და დიშვილთან ერთად ცხოვრობს. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო კი სოციალური დახმარება იყო.

სახლის კედლებისა და იატაკის დაზიანების გამო, ნიქაბაძეების ოჯახს ქვეწარმავლებთან გამკლავებაც უწევს. 

დიანა ნიქაბაძის პრეტენზიები გაუგებარია სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის. უწყებაში განმარტავენ, რომ ოჯახს დახმარება კი არ მოეხსნა, არამედ დროებით შეუჩერდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახი შემწეობას მას შემდეგ მიიღებს, რაც სარეიტინგო ქულების ხელახალი გადამოწმების პროცესი დასრულდება. 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები