17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ლევან მურუსიძემ უვადო მოსამართლეობაზე შესაძლოა, უარი თქვას

ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანმა, ლევან მურუსიძემ, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მოთხოვნის მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავად უნდა მიმართოს.

საუბარია ახალ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, სამწლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლეებს, ხელმეორედ დანიშვნის შემთხვევაში, საბჭო მათ უვადოდ განამწესებს.

ლევან მურუსიძეს, რომელიც ახალი ნორმების ამოქმედებამდე დაინიშნა მეორე გამოსაცდელი ვადით, უფლება აქვს, უვადო მოსამართლეობა მოითხოვოს.

საბჭოს ყოფილი მდივანი არ გამორიცხავს, რომ ამ რეგულაციით არ ისარგებლოს და უვადო მოსამართლეობაზე უარი თქვას.

„არ ვაპირებ რა, სიმართლე გითხრათ, ახლა შვებულებაში ვარ მე და არ მიფიქრია მაგ თემაზე. ზოგადად, წარმოდგენაც არ მაქვს. მე არასდროს ისეთი ნაბიჯი არ გადამიდგამს, რაც ემსახურებოდა საკუთარი კეთილდღეობის თემას, ყოველთვის ჩემი თითოეული ნაბიჯი იყო, რაც წაადგებოდა სასამართლო სისტემას და მე ჩემს თავს, ასე იქნება თუ ისე იქნება, აუცილებლად მივხედავ,“ - აცხადებს ლევან მურუსიძე. 

დღის ამბები