17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
ადელმა მსოფლიო ტურნეს ბოლო ორი შოუ გააუქმა - მომღერალმა ხმის იოგები დაიზიანა

ადელმა მსოფლიო ტურნეს ბოლო ორი შოუ გააუქმა. ბრიტანელ მომღერალს ამ შაბათ-კვირას კონცერტები ლონდონის უემბლის სტადიონზე უნდა გაემართა, თუმცა ხმის იოგები დაიზიანა.

კონცერტების გაუქმების გადაწყვეტილება ადელმა ექიმების რჩევის საფუძველზე მიიღო. 29 წლის მუსიკოსმა დღეს დილით ტვიტერის ქსელში განცხადებაც გაავრცელა და იმედგაცრუებულ თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა.

ადელის ბოლო კონცერტს ლონდონში რამდენიმე დღის წინ 98 ათასი მაყურებელი დაესწრო.

დღის ამბები