17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
ევროსაბჭო საქართველოს მთავარობაზე საპარლამენტო კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

ევროსაბჭო საქართველოს მთავარობაზე საპარლამენტო კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობისთვის ახალი მექანიზმების შესამუშავებლად მსჯელობა კონფერენციის ფარგლებში მიმდინარეობს.

ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქვეყნისთვის ევროსასამართლოს მითითებით საქმეთა ხელახალი გამოძიება სახელდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოში შემუშავებული ცვლილებები პოზიტიურად შეფასდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის სექციის უფროსი, მამუკა ლონგურაშვილი, აცხადებს, რომ მიმდინარე 35 საქმის უმეტესობა ეფექტიანი გამოძიების პრობლემას ეხება, მათ შორის, ენუქიძის და გირგვლიანის საქმეებს.

„იმის გამო, რომ გავიდა ძალიან დიდი დრო ამ ფაქტებიდან, სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა არაერთი მტკიცებულების მოძიება, არაერთი მოწმის დაკითხვა და ა.შ. თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არ უნდა იქცეს პრაქტიკად,“ - განაცხადა მამუკა ლონგურაშვილმა. 

დღის ამბები