17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიბერთავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბურ კიბერთავდასხმაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო ანტივირუსულ კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად გამოძიებამ დაადგინა, რომ ვირუსი "პეტია" იმავე ჰაკერულმა დაჯგუფებებმა გაავრცელეს, რომლებმაც 2016 წლის დეკემბერში უკრაინის ფინანსურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკის სისტემებზე მოაწყვეს თავდასხმა.

27 ივნისს ჰაკერებმა, ვირუს "პეტიას" გამოყენებით, მსოფლოს მასშტაბით ასობით კომპანიის სერვერებში შეაღწიეს და კომპიუტერული სისტემები დააზიანეს, მათ შორის თავდასხმა რუსულ კომპანიებზეც განხორციელდა.

კიევში მიაჩნიათ, რომ უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებზე მომხდარი კიბერშეტევის მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია იყო.

დღის ამბები