17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
ავჭალის დასახლებაში მოსახლეობა სკვერთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ავჭალის დასახლებაში მოსახლეობა მუნიციპალური სკვერის მომიჯნავე ტერიტორიაზე დაგეგმილ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, ეს არის ერთადერთი გამწვანებული, დასასვენებელი ადგილი, სადაც ამ უბნის მცხოვრებლებს შეუძლიათ ბავშვები გამოიყვანონ თავისუფალ დროს.  

ადგილობრივების განცხადებით, ამ ადგილზე მშენებლობას არ დაუშვებენ. მოსახლეობა მშენებლობისთვის გაცემული ნებართვის შეჩერებას ითხოვს.

დღეს ადგილზე ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნიკა მელია, მივიდა და მოსახლეობის პრეტენზიებს გაეცნო.

„მოვუწოდებ დედაქალაქის მერიას, რომ უკან დაიხიოს ამ პროექტის დამტკიცებისგან, რომელიც მომდევნო კვირაში საბოლოოდ განსახილველად უნდა გაიტანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ხედავთ ხალხის ნებას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები