17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
აქცია წალენჯიხაში - სოფელ ჭალეს მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს

წალენჯიხაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ადგილობრივებმა უკვე მეოთხედ გააპროტესტეს. სოფელ ჭალეს მოსახლეობა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გამო შიშობს და პროექტის შეცვლას ან გადასახლებისთვის შესაბამის კომპენსაციას ითხოვს.

ადგილობრივების განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მაღალი ძაბვის 500-კილოვატიანი ხაზის გაყვანა საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

სოფელში აცხადებენ, რომ ენერგოკომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებაში პროექტის შეცვლას დაჰპირდნენ, თუმცა დანაპირები არ შეასრულეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კი განმარტავენ, რომ მოსახლეობის ნაწილმა სახლების თავზე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის სანაცვლოდ გარკვეული კომპენსაცია აიღო. 

დღის ამბები