17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
მესამე სექტორი იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების ფარული კენჭისყრით არჩევას არ მიესალმება

საკანონმდებლო რეგულაციებში შესული ახალი ცვლილებების მიხედვით, მოსამართლეები, რომლებიც მინიმუმ 3-წლიანი ვადით უკვე მსახურობდნენ სხვადასხვა სასამართლოში, ხელახალი დანიშვნის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭო მათ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით ვეღარ დანიშნავს.

მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს ეს ცვლილებები უნდა განეხორციელებინა, ვინაიდან ეს სასამართლომ მოითხოვა. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში იქნება ფარული, რაც მათი შეფასებით, დაუშვებელია.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, გიორგი ბერაია, აცხადებს, რომ ფარული კენჭისყრით კლანური გარიგებების დადების საფრთხე მატულობს.

 „ზოგადად ჩვენ ფარული კენჭისყრის მიმართ გვქონდა ძალიან დიდი პროტესტი იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფარულობამ საბჭოში კიდევ უფრო მეტად ხელი შეუწყო კლანურ გარიგებებს და კარს უკან რაღაც გარიგებების დადებას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ფარულობას ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით, მითუმეტეს, რომ ზოგადი კანონმდებლობით უვადოდ დანიშვნა აქამდე ხდებოდა ღია კენჭისყრით, ანუ ჩვენ ვიცოდით, რომელი საბჭოს წევრი დაუჭერდა კანდიდატს მხარს,“ - აცხადებს გიორგი ბერაია.

დღის ამბები