17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
ულტიმატუმი საპატრიარქოს - გიორგი ანდრიაძე გადადგომით იმუქრება

ულტიმატუმი საპატრიარქოს - ილია მეორეს არჩევანის წინაშე საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აყენებს. გიორგი ანდრიაძე საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს პროტესტის ნიშნად იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მღვდელმონაზონ ანდრია სარიას უნივერსიტეტიდან არ გარიცხავენ.

ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარი საპატრიარქოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს. გიორგი ანდრიაძე მამა ანდრიას ეკლესიის კანონიკის დარღვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სასულიერო პირის განცხადებები უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს ეწინააღმდეგება.

გიორგი ანდრიაძე მამა ანდრია სარიას პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს. მღვდელმონაზონი დოქტორანტურის დატოვებას არ აპირებს. 

საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორის სერგო ვარდოსანიძისთვის მამა ანდრიას განცხადებები საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე მიუღებელია, თუმცა რექტორის განმარტებით, ეს სასულიერო პირის გარიცხვის საფუძველი ვერ გახდება.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები