17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
კალაძის წარდგენა - "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები მთაწმინდის პარკში მივიდნენ

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთაწმინდის პარკში მივიდნენ, სადაც "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად კახი კალაძე წარადგინეს.

დღეს მათ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართეს, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. დაზარალებულები პარტიის წევრებს ოფისში შეძახილებითა და სტვენით აცილებდნენ.

"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ, თუ კალაძე მათ არ შეხვდებოდა, აქციას მთაწმინდის პარკში გამარტავდნენ, სადაც ის მერობის კანდიდატად დაასახელეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები