17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
რეპრესირებულთა საფლავები აჭარაში - შესაძლოა, სამარხებს 80 წლის შემდეგ მიაკვლიონ

აჭარაში 1937 წელს რეპრესირებულთა საფლავებს ეძებენ. ერთ-ერთ ვერსიით, სტალინის ბრძანებით დახვრეტილები საიდუმლოდ ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ნაწილის სიახლოვეს და ლავრენტი ბერიას საზაფხულო რეზიდენციასთან დაკრძალეს.

ათობით ადამიანის ოჯახმა დღემდე არ იცის, ღამის რეპრესიების და დახვრეტების შემდეგ, სად მოხდა მათი ნათესავების დასაფლავება, თუმცა შესაძლოა მათ ამ კითხვაზე პასუხი 80 წლის შემდეგ მიიღონ.

რეპრესირებულთა საფლავებს აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალი“ ეძებდა. მათ ოფიციალური წერილით აჭარის მთავრობას მიმართეს და სამთავრობო კომისიის შექმნას ითხოვეს. პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ისტორიკოსი რამაზ სურმავა ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ყოფილ სატანკო ბაზაზეც და ლავრენტი ბერიას საზაფხულო რეზიდენციის ეზოშიც -რეპრესირებულები ნამდვილად დაკრძალეს. ისტორიკოსი მზადაა თუ საკითხით აჭარის ხელისუფლება დაინტერესდება, ყველა კვლევაში მონაწილეობა მიიღოს.

 

დღის ამბები