17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
არჩევნები ბიძინა ივანიშვილის გარეშე - პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა „კურიერს“ ინტერვიუების აღების საშუალება არ მისცა

ბიძინა ივანიშვილის გარეშე "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, „კურიერის“ მიერ დასმულ შეკითხვებს მთაწმინდის პარკში, სადაც კახი კალაძე მერობის კანდიდატად წარადგინეს, ინციდენტი მოჰყვა.

პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, მანანა თოქმაჯიშვილმა, „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს იმ ადგილთან მიახლოების საშუალება არ მისცა, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მან „კურიერის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ღონისძიება უკვე იწყებოდა და უკვე აღარ შეიძლებოდა იქ მისვლა. თუმცა, ამ ინციდენტის შემდეგ 50 წუთის შემდეგ დაიწყო მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონია.

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ინტერვიუების აღება მაინც მოახერხა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თავად კორესპონდენტმა აცნობა ამის შესახებ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, რა ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა. კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.

თბილისის მერობის მოქმედი მერი, დავით ნარმანია, აცხადებს, რომ კახი კალაძე ღირსეული კანდიდატია და მხარდაჭერა აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია, აცხადებს, რომ კახა კალაძე ღირსეული კანდიდატია და ზედმეტი მხარდაჭერა არ სჭირდება. მისი თქმით, ისედაც გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს.

„ქართული ოცნების“ წევრი, ენძელა მაჭავარიანი, ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება, ამიტომ მისი საარჩევნო კამპანიაში არმონაწილეობა, პარტიაზე არ იმოქმედებს.  

პარტია "ქართული ოცნება" დღეიდან საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და საარჩევნო კამპანია დაიწყო, თუმცა პირველად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მისი გუნდის გვერდით არ იყო ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი მთაწმინდის პარკში არ მივიდა, იქ სადაც ცოტა ხნის წინ კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს.

 

 

დღის ამბები