17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
ქვეყანას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავად არის მიტოვებული უპატრონოდ - ზაზა ბიბილაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი, "ვენეციის კომისიის" პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს კრიტიკულ გამოხმაურებას და ხელისუფლების სავარაუდო ქმედებებს „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში აფასებს. ჯანი ბუკიკიომ ხელისუფლებას მაქსიმალური კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდა.

ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ "კლანური ინტერესების" მიხედვით მოქმედებს.

„ჯანი ბუკიკიო პირდაპირი იყო თავის კრიტიკაში და ის არასერიოზულობა, რომლითაც ხელისუფლებამ მიიღო ეს კრიტიკა, გვაცნობიერებინებს ჩვენ, რომ ჩვენს ქვეყნას დღეს არ ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. ჩვენს ქვეყნას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავად არის მიტოვებული უპატრონოდ და მან არ იცის რა უნდა გააკეთოს,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ "ვენეციის კომისიის" მთავარ მოთხოვნას საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა წარმოადგენს. ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა არამარტო საზოგადოება, არამედ "ვენეციის კომისიაც" მოატყუა, რადგან კონსტიტუციის განსხვავებული პროექტი წარუდგინეს, ხოლო სხვა ვარიანტის დამტკიცებას აპირებენ.

„ენმ“-ის წევრი აცხადებს, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ საერთაშორის თანამეგობრობის შეხედულებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეიცვალა.

„საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს უკვე არის იმ ზღვარზე, როდესაც კრიტიკა კულვარებიდან გამოვა და მიიღებს ძალიან ღია, მკვეთრ და გადამწყვეტ ფორმებს,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

დღის ამბები