17 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
კალაძე დაკავშირებულია "ქართული ოცნების" ძალიან ბევრ პრობლემასთან - ელენე ხოშტარია

„როგორც მოქალაქე, მინდა, ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ადგილას არ ვიქნებოდი ასეთი თვითკმაყოფილი. დღეს იყო მცდელობა, რომ კალაძე სუპერმენად წარმოგვიდგინონ იმ ვითარებაში, რაც ქალაქშია“, - ამის შესახებ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ თბილისის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა.

მისი თქმით, კახი კალაძე დაკავშირებულია კორცხელის ინციდენტთან, „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან. ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომლითაც საზოგადოება უკმაყოფილოა.

"კალაძე დაკავშირებულია "ქართული ოცნების" ძალიან ბევრ პრობლემასთან, როგორიცაა ძალადობა კორცხელში, დიდი უსამართლობა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დროს, როგორიცაა „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულება", - აღნიშნა ხოშტარიამ. 

 

დღის ამბები