17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მან, ფაქტობრივად, ხელი მოაწერა სამშობლოს გაყიდვას - ზაზა ბიბილაშვილი კალაძის დასახელებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის წარდგენას ეხმაურება. მან კახი კალაძის პოლიტიკური ცხოვრება შეაფასა და თბილისის მერობის კანდიდატი მისი პოლიტიკური აქტივობების გამო გააკრიტიკა.

ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ კახი კალაძემ „გაზპრომთან“ მოღალატეობრივი ხელშეკრულება გააფორმა. მან ასევე განაცხადა, რომ კალაძის ენერგეტიკის სამინისტროში მისვლის შემდეგ რამდენიმე წლით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერდა.

ზაზა ბიბილაშვილმა კალაძის პოლიტიკურ წარსულზე საუბრისას მისი ქურდული სამყაროს წევრებთან კავშირზეც ისაუბრა. „ენმ“-ის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ კორცხელის საქმეში კახი კალაძემ დიდი როლი ითამაშა.

„ჩვენ ვემზადებით ყველანაირად, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერ იგივეს გამოიყენებს, ამ უმსგავსო მეთოდებს გამოიყენებს, როგორიცაა შანტაჟი, დაშინება, კრიმინალური ბანდების კონცენტრაცია საარჩევნო უბნებთან და მე მას ვაძლევ გარანტიას, რომ ჩვენ ვიქნებით ყველგან მზად და ამ უპატრონოდ დარჩენილ „ოცნებას“ ჩვენ დავასრულებთ ოქტომბერში,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები