17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
საკონსტიტუციო პროცესი ხელისუფლების კრიზისზე მეტყველებს - ელენე ხოშტარია

„საკონსტიტუციო პროცესი, როგორც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელისუფლების მზადება, ხელისუფლების კრიზისზე მეტყველებს. ისინი პროცესის მენეჯმენტსაც ვერ ახერხებენ“, - ამის შესახებ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა.

ელენე ხოშტარია "ვენეციის კომისიის" პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს, განცხადებას, რომ ის იმედგაცრუებულია, გამოეხმაურა. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება ჩიხშია მოქცეული. 

"საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთობის გაფუჭება ერთ დღეში შეიძლება, მოხდეს, მაგრამ ამის აწყობა რთულია. ამიტომ ის სიტყვები - „იმედგაცრუება“, რაც მოვისმინეთ, ძალიან მწვავე სიტყვები იყო“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. 

 

 

დღის ამბები