17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
„ის აუცილებლად, ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს," - გიორგი კვირიკაშვილი კახი კალაძეზე საუბრობს

„კახი კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატურა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისთვის,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის წარდგენის შემდეგ გააკეთა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ თბილისის მერის არჩევნებში ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე გაიმარჯვებს.

„ის აუცილებლად, ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ძალიან პატიოსან ბრძოლაში. ეს გამარჯვება იქნება თითოეული თბილისელის იმედების ასრულება და ეს იქნება, ნამდვილად, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, განუმეორებელი დედაქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ კახი კალაძე ყოველთვის სიმართლისა და დაჩაგრული ხალხის მხარეს იდგა.

„დღესაც ის დგას ქართველი ხალხის მხარეს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეკითხვაზე - "იყო თუ არა წარდგენის ცერემონიაზე მოწვეული ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი," სოზარ სუბარმა განაცხადა:

„დღეს რაც აქ ხდება და რომ საქართველოს მაჯლაჯუნები არ მართავენ, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე კი დარწმუნებულია, რომ კახი კალაძის თბილისის მერად არჩევით დედაქალაქი ნამდვილ ევროპულ გზაზე დადგება.

შეგახსენებთ, რომ მერობის კანდიდატად კახი კალაძის წარდგენის ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა. უცნობია უჭერს თუ არა ყოფილი პრემიერი მხარს მმართველი ძალის მიერ წარდგენილ დედაქალქის მერობის კანდიდატს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები