17 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
აფეთქება დამასკოს ცენტრში - ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება დამასკოს ცენტრში. სირიის დედაქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა. შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები სამ ავტომობილს დაედევნენ, რომლებიც დამასკოში შესვლას ცდილობდნენ. მათ ორი მანქანის შეჩერება და ბომბის განეიტრალება შეძლეს, ერთმა თავდამსხმელმა კი ტაჰრირის მოედნამდე მიაღწია და დაკავებამდე თავი აიფეთქა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

ფოტოგრაფი: Sana Handout/EPA

დღის ამბები