17 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილმა ვაკის რაიონის ამომრჩეველს "ენმ"-ის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა

ზალიკო უდუმაშვილი ვაკის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა და "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოტე იოსელიანი წარუდგინა. კანდიდატები პირადად გაეცნენ ვაკის რაიონის პრობლემებს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ გადაჭრას დაპირდნენ. მრგვალ ბაღში გამართულ შეხვედრაზე, ძირითად საკითხებად ქაოტური ურბანული პროექტები, მოუწესრიგებელი ტრანსპორტისა და პარკირების საკითხები დასახელდა.

„ოქტომბერში თბილისი იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და ამ ქვეყანაში დაიწყება ცვლილებები სწორედ თბილისიდან და ვაკე იქნება ერთ-ერთი უბანი, რომელიც გადაწყვეტს თბილისის ბედს. ჩვენი კანდიდატი სამი თაობა ვაკელია და შესაბამისად, ყველაზე კარგად იცნობს ვაკელების პრობლემას და დარწმუნებული ვარ, სწორედ კოტე არის ის ადამიანი, რომელიც ზუსტად შეძლებს ყველა პრობლემის მოგვარებას და გადაჭრას,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვაკეში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნიკა მელიაც და ამბობს, რომ ვაკეში ნორმის შეუსაბამოდ, მჭიდრო დასახლებაა. ნიკა მელია პოლიტიკოსების ბრალეულობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

განცხადება გააკეთა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოტე იოსელიანმა, რომელმაც ვაკეში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.

„გარემო, რაც დღეს არის ვაკეში, ნარმანიას ყაიდაზე გადაკერებული მთელი ქალაქი, ეს არის კატასტროფა, ეს არის უმძიმესი მდგომარეობა რაც დღეს ამ უბანშია. ნებისმიერი მიმართულებით, ეს არის ქაოტური ურბანული პროექტები, ეს არის მოუწესრიგებელი ტრანსპორტი და ძალიან დაქვეითებული და გაფუჭებული უბანი, რომელსაც დაუყოვნებლივ სჭირდება შველა,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

 

დღის ამბები