17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ბახვი-ასკანის მოსახლეობა ასფალტის დაგების შემდეგ საკუთარი სახლის კარს ვერ აღებს

გურიაში ერთი მოგვარებული პრობლემა ახალ თავსატეხად ექცათ. ბახვი-ასკანის მონაკვეთზე ასფალტი ისე დააგეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ სახლებში შესასვლელ კარებს ვეღარ აღებს.

სოფელ ასკანის მოსახლეობა ჩივის, რომ საგზაო სამუშაოების დროს სახლებს ბზარები გაუჩნდა. კომპანიის თანამშრომლებმა კი მოსახლეობას სანიაღვრე არხები შერჩევით გაუკეთეს.

7 კილომეტრ-ნახევრიანი გზის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა და ის 3 მილიონ 680 ათასი ლარი დაჯდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”არქეოპოლისი” აწარმოებს, რომლის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით ჩატარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ გზის დაგების დროს შეცდომებია დაშვებული, მაგრამ აცხადებენ, რომ სამუშაოები არ დასრულებულა და მოსახლეობის პრობლემას გაითვალისწინებენ.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე, ირაკლი ღლონტი.

დღის ამბები