17 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
საფრთხის კრიტიკული წითელი დონე და დაღუპულები - ანომალური სიცხეები ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში

საბერძნეთში უკვე ერთი კვირაა გაუსაძლისი სიცხეებია, თუმცა ჰაერის ტემპერატურამ ქვეყანაში ივლისის პირველივე დღეს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონის მახლობლად მირესის რაიონში პლიუს 45.9 გრადუსი დაფიქსირდა.

შესაბამისმა სამსახურებმა უკვე გაავრცელეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ასეთ ამინდში. 

44 გრადუსიან სიცხეს ებრძვის ბულგარეთისა და რუმინეთის მოსახლეობაც. სოფიაში ანომალურ ამინდს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 5 ადამიანი, 180-ზე მეტს, მათ შორის ბავშვებს, კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ. გაუსაძლისი სიცხის გამო ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საფრთხის კრიტიკული წითელი დონე გამოაცხადა. 

რეკორდული სიცხეებია თურქეთში, მაკედონიაში, ალბანეთსა და ხორვატიაშიც. ამ ქვეყნებში სიცხე სეზონურ ნორმას 10-12 გრადუსით აჭარბებს. მეტეოროლოგების პროგნოზით, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან შედარებით დაიკლებს და 35 გრადუსამდე ჩამოვა.

დღის ამბები