17 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - აბიტურიენტებს 22 საგამოცდო ცენტრი ელოდება

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ერთ-თვიანი საგამოცდო ციებ-ცხელების პირველი ორი დღე ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის შემოწმებას დაეთმობა. აბიტურიენტებს მომზადებისთვის 14 საათი რჩებათ. სტუდენტობის რამდენმა პრეტენდენტმა გაიარა რეგისტრაცია.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ტექნიკურად ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ხვალ, დილის 08:00 საათიდან რეგისტრაციის პროცესი დაიწყება და აბიტურიენტისთვის პირველი გამოცდა ჩატარდება.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სულ, გამოცდაზე 39 ათასი აბიტურიენტი გავა. რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებს, საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. 

„22 ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე სრულ მზადყოფნაში. დღეს ყველა ცენტრში ჩავატარეთ გენერალური რეპეტიცია, გავსინჯეთ ტექნიკა, რომელიც უნა იქნას გამოყენებული საგამოცდო პროცესის განმავლობაში, ყველაფერი რიგზეა და ყველა საგამოცდო ცენტრი ელოდება ხვალ დილის აბიტურიენტებს,“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

დღის ამბები