17 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
ხანძარი ლიბანში სირიელ ლტოლვილთა ბანაკში - დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი

ლიბანში სირიელ ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლმა ბეირუთის მახლობლად მდებარე ბანაკი მთლიანად გაანადგურა.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი. ადგილზე, სადაც 800-მდე კარავი იყო გაშლილი, აფეთქებაც მოხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლიბანში მილიონზე მეტი რეგისტრირებული სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.

დღის ამბები