17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ტურისტების დასახვედრად მოუმზადებელი ბათუმი და შავი ზღვის სანაპიროზე შეჩერებული პროექტები

ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყო და აჭარის ერთ-ერთი მთავარი კურორტი დამსვენებლების ნაკლებობას არ უჩივის. მიუხედავად ამისა, თავად ქალაქი სტუმრებს მოუმზადებელი დახვდა.  

ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სეზონისთვის მზადება 6 თვით ადრე დაიწყო და დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, ბათუმის ბულვარში მრავალი თვალშისაცემი პრობლემაა - დაჭაობებული ადგილები, მიტოვებული მოედნები, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და სანაპიროს გადაკეტილი ნაწილი. ტურისტებს ზღვამდე მისასვლელად დიდი გზის გავლა და გარკვეული წინაღობების გადალახვაა საჭირო.

იქ, სადაც ბათუმის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრები უნდა აშენებულიყო, დღეს „ქართული ოცნების“ შემომწირველი ბიზნესმენების მრავალსართულიანი კორპუსები იგება.

შეჩერებული პროექტებისა და ზოგადად, ინფრასტრუქტურული პრობლემები, გონიოშიც თვალსაჩინოა. ტურისტებს სანაპიროზე არც საშხაპე და არც საპირფარეშო აქვთ.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები