17 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
მოტყუებული დევნილები და დაპირებული ბინების ნაცვლად შემორჩენილი ნახაზები და პროექტები

სასტუმრო „საქართველოში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები თავს მოტყუებულად გრძნობენ. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა აცხადებს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მათ ბინებით უზრუნველყოფას შეჰპირდნენ და კუთვნილი ბინების გადასანაწილებლად სამინისტროში ლოტოტრონით გათამაშებაც მოაწყვეს.

მიუხედავად ამისა, სასტუმრო „საქართველოს“ 78 ოჯახი სახლის გასაღებს ამ დრომდე ელოდება.

შენობის მფლობელი, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, აცხადებს, რომ ტერიტორიით ინვესტორია დაინტერესებული და სამინისტროს მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს მოსახლეობა ბინებით. ინვესტორი ასევე თანახმაა, 1 მილიონი ამერიკული დოლარის ხარჯიც დაფაროს, თუმცა, გარიგება ამ დრომდე არ შედგა და დევნილი მოსახლეობა 12 კვადრატულში ცხოვრებას განაგრძობს.

ავტორი: გიორგი გვიშანი.

დღის ამბები