17 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
პეტრო პოროშენკოს უკანონო საქმიანობა - ვარაუდები უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მიღმა 

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს ივლისში ეწვევა. ჩნდება ვარაუდი, რომ მასთან ქართული მხარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს დააყენებს, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ბოლო წლებია ითხოვს.

ასევე, ჩნდება ვარაუდი, რომ პოროშენკოს ვიზიტი, მიხეილ სააკაშვილის მის ოპოზიციაში ჩადგომას უკავშირდება და შესაბამისად, საკითხი ორივე მხარის ინტერესის საგანი გახდა.

ბოლო პერიოდია, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ირგვლივ, სხვადასხვა მედიაში სტატიები გამოჩნდა. უკრაინულმა მედიამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით „პოროშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რესპუბლიკებთან ვაჭრობდა.“ სტატიებში წერია, რომ პოროშენკო ავტობუსების საწარმო „ბოგდანს“ ფლობდა. უკრაინისა და საერთაშორისო კანონების დარღვევით კი ავტობუსებს ის საქართველოს სეპარატისტულ რესპუბლიკებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აწვდიდა.

„პრეზიდენტმა პოროშენკომ ამით დაარღვია საქართველოს და უკრაინის კანონები და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რომელზეც ვფიქრობ მას მართებს ახსნა-განმარტება,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილმა.

მედია ექსპერტები ამბობენ, რომ აფხაზეთთან არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ ახსნა-განმარტება უნდა მოითხოვოს. 

პეტრო პოროშენკოს შოკოლადის ქარხანა, დღემდე მუშაობს რუსეთშიც. არც რუსეთთან ომის პერიოდში და არც მის შემდგომ მას მუშაობა არ შეუწყვეტია. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ფაქტებიდან გამომდინარე, პოროშენკო თბილისში, თავისი ყველაზე ძლიერი ოპონენტის, სააკაშვილის თავიდან მოსაცილებლად მოდის.

 

 

 

 

დღის ამბები