17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
თეატრი, რომელსაც მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს - ქვემო მაჩხაანის თეატრმა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

საქართველოს ერთ-ერთმა უძველესმა თეატრმა ქვემო მაჩხაანში, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს გაიხსნა, საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. თეატრს, რომლის ბიუჯეტი მხოლოდ 98 ლარია, მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს, დირექტორი.

შენობა, სადაც ერთი საუკუნის წინ, სანდრო ახმეტელმა სპექტაკლი დადგა, დღეს რთულ მდგომარეობაშია.

სწორედ ამ თეატრში, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კახეთში პირველი საერთაშორისო ფესტივალის გამართვა გადაწყვიტა. სანდრო ახმეტელის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე, ქიზიყში მისივე სახელობის თეატრმა ფესტივალი გახსნა.

ბილეთი ღარიბებისთვის უფასო იყო, ხოლო შედარებით შეძლებულებს მასში 50 თეთრის გადახდა მოუწიათ. შემოსული თანხით კი თეატრისთვის შენაძენი გაკეთდება.

სანდრო ახმეტელის სახელობის მაჩხაანის პირველ საერთაშორისო ფესტივალში 4 ქართულ და 2 უცხოური დასი მონაწილეობდა.

დღის ამბები