17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
ლაშა ბუღაძის ახალი ნაწარმოები - მწერლის 17 წლის წინანდელი რომანი თამარ მეფეზე, ახლის დაწერის საფუძველი გახდა

17 წლის წინ მომხდარი ისტორია, რომელიც მწერალი ლაშა ბუღაძის მიერ დაწერილ მოთხრობას უკავშირდება. 2001 წელს მცირეტირაჟიან ჟუნალ "დრო მშივდობისაში," რომლის რედაქტორი ირაკლი კაკაბაძე იყო, ახალგაზრდა მწერლის ლაშა ბუღაძის, მოთხრობა დაიბეჭდა. მოთხრობამ დიდი აურზაური გამოიწვია როგორც ხელისუფლებაში, ასევე საპატრიარქოში. მწერალს იმ პერიოდში, თავის მოთხრობაში გამოყენებული ციტატების საპატრიარქოში განმარტებაც მოუწია. ლაშა ბუღაძე თამარ მეფის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. 

როგორც თავად ყვება, მოთხრობის გამო, მასზე ზეწოლა ყოველდღიურად ძლიერდებოდა. ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი ემუქრებოდნენ. სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც თავად მწერალი ამბობს, მან პატრიარქთან შეხვედრა მოითხოვა.

მწერალი ახლა 17 წლის წინანდელ ისტორიას, იმ დროინდელ განცდებს და პატრიარქთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელსაც თავის ახალ რომანში სახელად „პატარა ქვეყანაში“ აღწერს. 

თუმცა მანამდე, სანამ რომანი მკითხველამდე მივა, მწერალი მაშინდელ განცდებს P.S.-თან იხსენებს.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები