17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
თბილისში ავტონაწილების ბაზრობა იწვის - ადგილზე 8 სახანძრო ჯგუფია მობილიზებული

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობას გაუჩნდა.

როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი არის მობილიზებული.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ შენობაში ცეცხლი სულ უფრო მეტად ვრცელდება და სახანძრო მანქანები ცეცხლს ჯერ ვერ აქრობენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ ადგილიდან აფეთქებების ხმაც ისმის.

 

დღის ამბები