17 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმე - 8 მილიონ ლარზე მეტი და მათი ხარჯვის ისტორია

პროკურატურა უკვე რამდენიმე წელია ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვის საქმეს იძიებს, რომელშიც ბრალდებული ორი ადამიანია - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი დაცვის უფროსი თემურ ჯანაშია. პროკურატურა 2009-2013 წლებში 8 მილიონ 300 ათასი საბიუჯეტო ლარის გაფლანგვას დავობს.

მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას საქმეს დღეს "პიჯაკების საქმე" ქვია.

„ქართული ოცნება" შეეცადა, საზოგადოებისთვის სახრავად გადაეგდო ეს საქმე, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტის ხარჯების დასაფარად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 8 მილიონი არის გაწეული,“ - აცხადებს თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია.

დოკუმენტებში ის მცირე ხარჯებია გაწერილი, რომელიც ეხება სხვადასხვა ღონისძიებებისთვის დახარჯულ თანხებს, ასევე უცხო ქვეყნის დელეგაციის წევრების მასპინძლობას და ა.შ.

ბრალდება გულისხმობს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უსარგებლო საქმეებზეც იხარჯებოდა, თუმცა საქმეში აღმოჩნდა რამდენიმე დოკუმენტი, სადაც აღწერილია, რომ სოლიდური ხარჯები "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ანალოგიურად იხარჯება.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი, ია გულიაშვილი. 

დღის ამბები