17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი და საავადმყოფოშია გადაყვანილი - თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე

თბილისის ვიცე-მერი, ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლოკალიზებულია და მეხანძრეები ცეცხლის სხვადასხვა კერის ლიკვიდირებას ცდილობენ.

„ამ ეტაპზე თითქმის 100 %-ით არის ლოკალიზებული ხანძარი და ჩვენ იმედი გავქვს, რომ ახალი კერა არ გაჩნდება,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მისი თმით, ამჟამად მთავარი მიზანი ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა.

„მთავარი ამოცანა არის აქ, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. არ მოხდეს ხალხის შესვლა და არ მივიღოთ ჯანმრთელობის დაზიანება,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

ის ადასტურებს, რომ ხანძრის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

„დაშავებული არის, ერთი ადამიანი და საავადმყოფოშია გადაყვანილი,“ - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

ის არ გამორიცხავს, რომ ხანძრის გაჩენის დროს შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ, თუმცა ამის თაობაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები