17 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
„ეს ხანძრები შემხვევით არ ჩნდება," - ირაკლი ნადირაძე

საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძე, ელიავას ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა.

„საეჭვოდ დაემთხვა აღნიშნული ინციდენტი, ელიავას ბაზრობის წინასწარ დაანონსებულ გადატანის მცდელობას. დღეს მთავარი რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ არის, ის რომ სასწრაფოდ დაადგინოს ხანძრის გაჩენის მიზეზად და დაუყოვნებლივ დაიწყოს ზარალის დათვლა და დაიწყოს ამ ადამიანებისთვის დახმარების გამოყოფა,“ - განაცხადა ნადირაძემ.

მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ზარალის დათვლა.

ირაკლი ნადირაძე დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, ბავშვთა სამყაროში მომხდარ ხანძარს იხსენებს.

„ეს ხანძრები შემხვევით არ ჩნდება," - აცხადებს ნადირაძე.

დღის ამბები