17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
გერმანიაში ტურისტული ავტობუსი ჩქაროსნულ მაგისტრალზე სატვირთო მანქანას შეეჯახა

გერმანიაში ტურისტული ავტობუსი ჩქაროსნულ მაგისტრალზე სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი მოედო და დაიწვა.

ხანძარს 30 ადამიანი გადაურჩა, 18-ის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. ვარაუდობენ, რომ ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენების დახმარებით გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანი კრიტიკიკულ მდგომარეობაშია.

ავტობუსში სულ 46 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. ტურისტები საქსონიის რეგიონიდან იყვნენ და ნიურნბერგში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა მაგისტრალი გადაკეტეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უნობია. 

 

ფოტო: time.com

დღის ამბები