17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ქართველი სამხედროების საწვრთნელი სწავლება ჩატარდა

ქართველი სამხედროების საწვრთნელი სწავლება ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ჩატარდა. სწავლებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის საპატრულო მოტორიზებული და სწრაფი რეაგირების ოცეული გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა. 

I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის იანვრიდან ასრულებს.

დღის ამბები